ზუგდიდში თხილის ბიზნესში ჩართულ პარტნიორებს შორის დაპირისპირება მოხდა, ერთი პირი მძიმედ დაშავდა
ზუგდიდში თხილის ბიზნესში ჩართულ პარტნიორებს შორის დაპირისპირება მოხდა, ერთი პირი მძიმედ დაშავდა

ზუგდიდში თხილის ბიზნესში პარტნიორებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შედეგად დაშავებულია ერთ-ერთი მათგანი.

დაშავებული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას განცხადებით, დაშავებულს ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.

„აქვს ქალა ფუძის მოტეხილობა და სხვა დაზიანებები, მას უკვე ჩაუტარდა სასწრაფო გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია. ამჟამად პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაშია, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა“, – აცხადებს ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორი.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.