ზუგდიდში სურსათის მაღაზია გაქურდეს

12:30, 26.06.2018

ზუგდიდში, გვიან ღამით რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სურსათის მაღაზია გაქურდეს. წაღებულია ალკოჰოლური სასმელები, ლუდი და არაყი.

ჯერჯერობით უცნობია, წაიღეს თუ არა თანხა.

ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  177-ე მუხლით აღიძრა.

მსგავსი