ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში სასაფლაოები დაიხურება
ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში სასაფლაოები დაიხურება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, რეგიონის დიდ ქალაქებში, ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასაფლაოები დაიხურება.

ალექსანდრე მოწერელიას თქმით, ყველაფერი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის კეთდება.

„ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე ზუგდიდში, ფოთსა და სენაკში სასაფლაოები დაიხურება. ეს ხდება ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ძალიან ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას, დაემორჩილონ მოთხოვნებს და გაითვალისწინონ რეკომენდაციები, რასაც სპეციალისტები გასცემენ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ.