ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში, დევნილთა დასახლებებში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს
ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში, დევნილთა დასახლებებში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს

ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში, დევნილთა დასახლებებში საბავშვო ბაღები შენდება.

დევნილთა სააგენტოს ცნობით, 100 აღსაზრდელზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სრულად აღიჭურვება.

მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ვინსენტ დონტო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ხონსა და სენაკში ორი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. 2020-2021 წლებში კი, საქართველოს მასშტაბით, შვიდი ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აშენდება და დამატებით, ერთ საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) მიერ დაფინანსებული პროექტი, დევნილთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობასთან ერთად, მათ გრძელვადიან განსახლებას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC), საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, ახორციელებს.

დატოვე კომენტარი