ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ მიმდებარე ტერიტორია სამხედრო სპეცტექნიკის ნაწილმა დატოვა
ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ მიმდებარე ტერიტორია სამხედრო სპეცტექნიკის ნაწილმა დატოვა

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ მიმდებარე ტერიტორია, სადაც თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი, სამხედრო სპეცტექნიკის ნაწილმა დატოვა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სამართალდამცველებთან ერთად, ადგილზე რჩებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

ასევე. ზუგდიდში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

ბოლო საათებში „საქართველოს ბანკის“ შენობა სამმა მძევალმა დატოვა. თავდამსხმელს ამჟამად 16 მძევალი ჰყავს აყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.