ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მყოფი პირი „მთავარი არხის“ ეთერში აცხადებს, რომ თავდამსხმელის სახელით საუბრობს და უმთავრესია, სპეცრაზმი მოშორდეს პერიმეტრს
ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მყოფი პირი „მთავარი არხის“ ეთერში აცხადებს, რომ თავდამსხმელის სახელით საუბრობს და უმთავრესია, სპეცრაზმი მოშორდეს პერიმეტრს

უმთავრესი არის, რომ სპეცრაზმი პერიმეტრს მოშორდეს. ყველანაირი მცდელობა შემოჭრის, დასრულდება ფატალურად ყველა ჩვენგანისთვის, ვინც აქ არის, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ ეთერში ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში მყოფმა პირმა, ირაკლი კვარაცხელიამ განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ თავდამსხმელის სახელით საუბრობს.

მისი თქმით, უმძიმესი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ამ ეტაპზე არავის არ სჭირდება.

„სამართალდამცველები კონტაქტზე არ გამოდიან, რის საქმის კურსშიც არიან, ალბათ, ის არის, რასაც თქვენ გადასცემთ. სატელეფონო კავშირზე არავინ არ გამოდის“, – განაცხადა ირაკლი კვარაცხელიამ.