ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს
ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა რეგიონებში გრძელდება. დღეს შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კერძოდ ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში იმართება.

საერთო-სახალხო განხილვა კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარეობს. მთავარი ცვლილება, რომელსაც ადგილობრივებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე წარუდგენს, მაჟორიტარული სისტემის პროპორციულით ჩანაცვლებაა.

მსჯელობას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და კონსტიტუციონალისტები ესწრებიან.

„დღეს ზუგდიდში საზოგადოებას წარვუდგინეთ 2020 წლის პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ცვლილებები. პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისთვის, პოლიტიკისთვის და დემოკრატიისთვის. საზოგადოებას აქვს კითხვები, თუ როგორი იქნება რეგიონის როლი და მათთან კავშირი ამ პროცესებში. აინტერესებთ ბლოკების, ბარიერის და პარტიების რეგისტრაციის საკითხი. ჩვენ აქ ვართ ოპოზიციასთან ერთად და საზოგადოება ხედავს, რომ თანამშრომლობა ოპოზიციასთნ ერთად კონსტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.

განხილვას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებიან. მათ კითხვები 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით ჰქონდათ, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა.