ზუგდიდში აქციაზე გარემოვაჭრე დააკავეს
ზუგდიდში აქციაზე გარემოვაჭრე დააკავეს

ზუგდიდში, საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეები აქციას მართავენ და იმ ადგილების დაკავებას ცდილობენ, საიდანაც ზუგდიდის მერიამ გარევაჭრობისთვის განკუთვნილი დახლები აიღო.

სამართალდამცველებმა ერთ-ერთი გარემოვაჭრე ქალი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ზუგდიდიდან იუწყება, ორი გარემოვაჭრე შეუძლოდ გახდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

საკოლმეურნეო ბაზართან მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის ​განკუთვნილი დახლები აიღო. ვაჭრობის ნებართვის მოთხოვნით, გარემოვაჭრეები მეოთხე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ.