ზუგდიდში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
ზუგდიდში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

ზუგდიდში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტში წელს ერთი ახალი საჯარო სკოლა აშენდება, ერთს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, 15-მდე სკოლაში კი სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები განხორციელდება.

ქალაქში მესამე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის პროცესს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე და ვიცე-მერი გაეცნენ. პროექტით გათვალისწინებულია საკლასო ოთახების, ფოიეს, ბიბლიოთეკის, სველი წერტილის, განათების, ხელოვნური სტადიონისა და სპორტული დარბაზის მოწყობა.

სკოლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული იქნება. პროექტის ღირებულება 800 ათას ლარამდეა. სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბერში დასრულდება და მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს, განახლებულ სკოლაში შეხვდებიან.