ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ოქროს ბირჟა დააყაჩაღეს
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ოქროს ბირჟა დააყაჩაღეს

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ოქროს ბირჟა დააყაჩაღეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ყოფილი უნივერმაღის პირველ სართულზე მდებარე ოქროს ბირჟაზე ორი ახალგაზრდა მამაკაცი შეიჭრა და ძვირფასეულობა წაიღო.

დამნაშავეებმა გაქცევა მოახერხეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, თავდამსხმელები შეიარაღებული იყვნენ.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ინტენსიურ რეჟიმში ტატდება საგამოძიებო ღონისძიებები.

.