ზუგდიდში, რუხის ციხის ტერიტორიაზე „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019“-ის დახურვის ცერემონია გაიმართება
ზუგდიდში, რუხის ციხის ტერიტორიაზე „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019“-ის დახურვის ცერემონია გაიმართება

ზუგდიდში, რუხის ციხის ტერიტორიაზე დღეს „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019“-ის დახურვის ცერემონია გაიმართება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უმაღლესი სასწავლებლები დამთვალიერებლებს მრავალფეროვან და შთამბეჭდავ სანახაობას შესთავაზებენ, წარმოდგენილი იქნება სტუდენტების მიერ დამზადებული ნაკეთობები.

პიკნიკზე მისულ მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ, თავად მიიღონ მონაწილეობა დაზიანებული წიგნის, ფურცლისა და ყდის რესტავრაციაში; გაეცნონ ქაღალდისა და ძაფის ღებვას ძველი ტრადიციული ქართული ტექნოლოგიითა და მცენარეული საღებავების გამოყენებით; ნახონ, როგორ იკინძება წიგნი ქართული ტექნიკით.

„ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ აქტივობებისა, რაც რუხის ციხის ტერიტორიაზე მისულ დამთვალიერებელს ელოდება. სამეცნიერო ფესტივალის დახურვა დასრულდება კონცერტით“, – აცხადებენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

ღონისძიება ზუგდიდში, რუხის ციხის ტერიტორიაზე 14:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება.