ზუგდიდში „ქართული ხმებისა“ და „ბიგ ბენდის“ საიუბილეო კონცერტი გაიმართა
ზუგდიდში „ქართული ხმებისა“ და „ბიგ ბენდის“ საიუბილეო კონცერტი გაიმართა

ზუგდიდში „თბილისის მერიის ბიგ-ბენდისა” და ლეგენდარულ ანსამბლ “ქართული ხმების” საიუბილეო კონცერტი ჩატარდა. კონცერტები საქართველოს რეგიონების ერთობლივი ტურნეს ფარგლებში მოეწყო.

მუსიკალური სერია აერთიანებს ქართულ ფოლკლორს, ხალხურ სიმღერებს, საესტრადო და მსოფლიო ჰიტების საუკეთესო ნიმუშებს.

კონცერტმა, რომლის ხანგრძლივობაც 90 წუთი იყო, ანშლაგით ჩაიარა. რეგიონული ტურნე პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება. კონცერტზე დასწრება თავისუფალი იყო.

ზუგდიდში გამართულ კონცერტს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ზუგდიდის შემდეგ, “თბილისის მერიის ბიგ-ბენდის” და ლეგენდარულ ანსამბლ “ქართული ხმების” საიუბილეო კონცერტი 14 ივლისს ხობში, ხოლო 16 ივლისს ფოთში გაიმართება.