ზუგდიდში, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ ნაკადზე 44 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ზუგდიდში, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ ნაკადზე 44 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

ზუგდიდის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის ნანა ქირიას ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ ნაკადზე 44 აბიტურიენტი არ გამოცხადდა.

სიის მიხედვით, გამოცდაზე სულ 291 აბიტურიენტი უნდა მისულიყო.

საგამოცდო ცენტრში მოქმედებს თერმოსკრინინგი, თუმცა არც ერთ აბიტურიენტს მაღალი ტემპერატურა არ დაუფიქსირდა.

აბიტურიენტები აცხადებენ, რომ ტესტები არ იყო რთული და საგამოცდო ცენტრში მათი უსაფრთხოებისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

რაც შეეხება საგამოცდო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას, იქ აბიტურიენტთა მშობლები და გულშემატკივრები არიან შეკრებილნი.

სამართალდამცველებმა მათ არაერთხელ მიმართეს სოციალური დისტანციის დაცვის მოთხოვნით.

ეროვნული გამოცდები ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში ტარდება.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, მოწყობილია დეზობარიერი, მერხებს შორის გამჭვირვალე დამცავი ბარიერი, მიმდინარეობს თერმოსკრინინგი.