ზუგდიდში, N2 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესის დაწყება გადაიდო
ზუგდიდში, N2 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესის დაწყება გადაიდო

ზუგდიდში, N2 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესის დაწყება გადაიდო.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ამავე ბაღის ძიძის კორონავირუსით დაინფიცირება გახდა.

კონტაქტების მოსაძიებლად მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის რეკომენდაციით, ბაღის თანამშრომლები თვითიზოლაციაში გადავიდნენ, საბავშვო ბაღს კი დეზინფექცია ჩაუტარდა.

საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციის შესაბამისად განახლდება.