ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის დეზინფექცია მიმდინარეობს
ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის დეზინფექცია მიმდინარეობს

ზუგდიდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამოქმედებისთვის სრულ მზადყოფნაშია. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტობუსები 29 მაისიდან ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ. ავტობუსებს დეზინფექცია უკვე ჩაუტარდათ.

პროცესს ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია გაეცნო. სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში პერმამენტულად ჩატარდება.