ზუგდიდში მოძრავი ვაქცინაციის პუნქტი მოეწყო
ზუგდიდში მოძრავი ვაქცინაციის პუნქტი მოეწყო

ზუგდიდში დღეიდან ვაქცინაციის მოძრავი პუნქტი იმუშავებს. ავტობუსი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. მოქალაქეებს იმუნიზაცია ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინით წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაში აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით მოძრავ პუნქტში  ვაქცინაციის პროცესი უკვე მიმდინარეობს ზუგდიდში, ინგურქაღალდკომბინატის (იქკ) დასახლებასა და თამარ მეფის ქუჩაზე.

მათივე ცნობით, ავტობუსი აღნიშნულ მისამართზე კიდევ ორი დღე დარჩება, შემდეგ კი სხვადასხვა უბანში იმოძრავებს.

ვაქცინაციის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მის პირველ მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად გაეცნო.

გუბერნიაში აცხადებენ, რომ ვაქცინაციის მოძრავი პუნქტი ქალაქის ყველა უბანს მოიცავს.