ზუგდიდში მიხეილ მესხის სახელობის 11-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირი დასრულდა [ფოტო]
ზუგდიდში მიხეილ მესხის სახელობის 11-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირი დასრულდა [ფოტო]

ზუგდიდში დასრულდა ცნობილი ქართველი ფეხბურთელის მიხეილ მესხის სახელობის 11-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირი.

ტურნირი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის, ჟორა გეთიას სახელობის ფეხბურთის სტადიონზე ჩატარდა. გამარჯვებული გახდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის საფეხბურთო კლუბი „კოლხა“.

მიხეილ მესხის მეუღლემ, ქეთევან მესხმა და ტურნირის ორგანიზატორმა თემურ გეთიამ ერთად დააჯილდოვეს გამარჯვებული გუნდი. ასევე მედლებით, სიგელებითა და სპეციალური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ მეორე-მესამე ადგილზე გასული გუნდები. გამოვლინდნენ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელები სხვადასხვა ნომინაციაში.

ტურნირში მონაწილეობდა ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული ნორჩ ფეხბურთელთა გუნდი. მათ მესამე საპრიზო ადგილი და მაყურებელთა სიმპათიები დაიმსახურეს. გუნდს სპეციალური პრიზები გადასცეს სოხუმის „დინამოს“ მწვრთნელმა დავით თაქთაქიშვილმა და ქეთევან მესხმა.

ტურნირში საქართველოს ყველა რეგიონის 11-წლამდე ფეხბურთელი მონაწილეობდა. როგორც ტურნირის ორგანიზატორმა, თემურ გეთიამ განაცხადა, ტურნირი ტრადიციული გახდება და ის ყოველწლიურად სოფელ კახათში გაიმართება.