ზუგდიდში „ლელოს“ წევრებს რამდენიმე მოქალაქე დაუპირისპირდა
ზუგდიდში „ლელოს“ წევრებს რამდენიმე მოქალაქე დაუპირისპირდა

ზუგდიდში „ლელოს“ წევრების ამომრჩეველთან შეხვედრისას ხმაური და დაპირისპირება იყო. პარტიის წევრებს რამდენიმე მოქალაქე დაუპირისპირდა.

ისინი პარტიის ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, მერაბ კოსტავას შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ.

„ლელოს“ მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

სამართალდამცავებმა ინციდენტი რამდენიმე წუთში აღკვეთეს.

რაც შეეხება ადგილობრივებს, მათი თქმით, ისინი ეროვნული მოძრაობიდან არიან და რამდენიმე მათგანი აიპის თანამშრომელია.

ინციდენტთან დაკავშირებით მოგვიანებით კომენტარი გააკეთა „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ. მან მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა.

„სამწუხაროდ, პატრული არ იყოს ახლოს, პოლიცია მერე გამოჩნდა. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეეშვით შანტაჟს, შეეშვით „ლელოს“ წევრებზე თავდასხმებს, ეს უკვე რამდენიმე ადგილას მოხდა. სუს-ს მოვუწოდებ, რომ ყველას მოგეთხოვებათ, ჩაეხსენით განსხვავებული აზრის ადამიანების და პოლიტიკური პარტიების თვალთვალს, მოსმენას და დევნას, რადგან 31 ოქტომბრის შემდეგ იქნება სხვა საქართველო“, – განაცხადა ხაზარაძემ.