ზუგდიდში კორონავირუსზე ჩატარებული 40 ტესტიდან ყველა პასუხი უარყოფითია

20:05, 11.05.2020

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 40 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება „კოვიდ-19“-ზე და ყველა ნიმუშის პასუხი უარყოფითია.

40 ტესტირებულიდან 15 ცხელების ცენტრის პაციენტია, 17 სამედიცინო პერსონალი, ხოლო რვა პირი ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრციდან იყო.

ზუგდიდში კორონავირუსზე ხვალ დილით ექვსი პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან.

მსგავსი