ზუგდიდში კორონავირუსზე 18 პირის კვლევის პასუხს ელოდებიან
ზუგდიდში კორონავირუსზე 18 პირის კვლევის პასუხს ელოდებიან

ზუგდიდში კორონავირუსზე 18 პირის კვლევის პასუხს ელოდებიან.

როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების უფროსმა, ანზორ ქობალიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ამ დროის მონაცემებით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გაიგზავნა 18 ნიმუში. მათ შორის კარანტინიდან ხუთი პირის ნიმუშია, თვითიზოლაციიდან კი ერთის. ასევე, ნიმუშებს შორისაა ცხელების ცენტრების 11 პაციენტი, ხოლო რეგიონის მედპერსონალიდან ერთი პირი.

ანზორ ქობალიას თქმით, 18 ნიმუშიდან ოთხი 42 წლის ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის კლასტერია.