ზუგდიდში ხუთი სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ზუგდიდში ხუთი სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხუთი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ზუგდიდის N1 და მე-12 საჯარო სკოლებში მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი ჩიქოვანმა და ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ დაათვალიერეს.

პროექტით გათვალისწინებულია სკოლების სრული რეაბილიტაცია, შიდა და გარე სივრცეების კეთილმოწყობა, სველი წერტილებისა და კომუნიკაციების მოწყობა. სკოლები ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

სკოლების რეაბილიტაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

უახლოეს პერიოდში, სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლის რეაბილიტაციაც დაიწყება.