ზუგდიდში ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალთა დღე 100 წელს გადაცილებულ ქალბატონებს მიულოცეს
ზუგდიდში ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალთა დღე 100 წელს გადაცილებულ ქალბატონებს მიულოცეს

ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ და მერის პირველმა მოადგილემ გიორგი შენგელიამ 100 წელს გადაცილებულ ქალბატონებს 8 მარტი, ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს, თაიგული მიართვეს და საოჯახო ტექნიკა გადასცეს.

დღეს ერთ-ერთი ქალბატონი, ვენერა გაწერელია 109 წლის გახდა.

ვენერა გაწერელია 1910 წელს დაიბადა, მას ექვსი შვილი, 14 შვილიშვილი, 28 შვილთაშვილი და ექვსი შვილთაშვილის შვილი ჰყავს.

ვენერა გაწერელია 1942 წელს დაოჯახდა, ის მეორე მსოფლიო ომის ზურგის მუშაკი იყო. ზუგდიდის ყველაზე ასაკოვანი ქალი ზუგდიდის რაიონული საბჭოს პირველი მოწვევის დეპუტატიცაა.

ზუგდიდის მერია 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ყოველწლიურად 500 ლარს ურიცხავს, იუბილარმა ეს თანხა უკვე მიიღო.

დატოვე კომენტარი