ზუგდიდის ლაბორატორიაში გამოკვლეული 95 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

11:36, 09.09.2020

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 95 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. როგორც საქართველოს პირველ არხს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრში განუცხადეს, ყველა ნიმუშის პასუხი უარყოფითია.

გამოკვლეულთა შორის ცხელების ცენტრების რვა პაციენტია, სამედიცინო პერსონალის 39 წარმომადგენელია, შვიდი საკარანტინო სივრციდან არის, ერთი შსს-ს თანამშრომელია, 12 დიალიზზე მყოფი პირია, ხოლო შვიდი ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირია.

ასევე, გამოკვლეულთა შორის ორი მძღოლი, ეპიდკერაში მყოფი 12 და თვითიზოლაციაში მყოფი შვიდი პირია.

მსგავსი