ზუგდიდში გამოკვლეული 94 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ზუგდიდში გამოკვლეული 94 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 94 ნიმუშის კვლევა ჩატარდა. ინფექცია არც ერთს არ დაუდასტურდა.

გამოკვლეულ მოქალაქეებს შორისაა, ცხელების ცენტრების 12 პაციენტი, სამედიცინო სფეროს 28 წარმომადგენელი, შსს-ს 34 თანამშრომელი და დიალიზზე მყოფი ორი პირი.

ასევე, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს ოთხი პირი კარანტინიდან და ორი თვითიზოლაციიდან.