ზუგდიდში გამოკვლეული 70 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

11:59, 13.09.2020

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონიდან კორონავირუსზე 70 ნიმუში გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

მათივე ცნობით, გამოკვლეულ პირთა შორის არიან – ცხელების ცენტრების ცხრა პაციენტი, სამი მედპერსონალი, 12 პირი კარანტინიდან, თვითიზოლაციიდან ერთი პირი, 45 საზოგადოებრივი ტრანსპორტის პერსონალია.

ამასთან, ერთი პაციენტი რუხის კლინიკიდან დადასტურებული კოვიდინფიცირებული, შუალედური ტესტირებით ისევ დადებითია.

მსგავსი