ზუგდიდში გამოკვლეული 67 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ზუგდიდში გამოკვლეული 67 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 20 სექტემბერს, ზუგდიდის რაიონში კორონავირუსზე 67 პირი გამოიკვლიეს. ყველა პასუხი უარყოფითია.

გამოკვლეულთა შორის არიან, ცხელების ცენტრების 12 პაციენტი, სამედიცინო სფეროს 19 თანამშრომელი, კარანტინში მოთავსებული 12 მოქალაქე, თვითიზოლაციაში მყოფი 14 პირი. ექვსი მძღოლი, ეპიდკერაში მყოფი ოთხი მოქალაქე.

21 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 40 პაციენტი.