ზუგდიდში გამოკვლეული 401 პირის ნიმუშის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

10:29, 14.07.2020

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 401 ნიმუში გამოიკვლიეს.

მათ შორისაა „ცხელების ცენტრების“ 16 პაციენტი, მედპერსონალის 28 წარმომადგენელი, შსს-ს 353 თანამშრომელი, ორი კარანტინში და ორიც თვითიზოლაციაში მყოფი პირი.

ყველა ნიმუშის პასუხი უარყოფითია.

შესაბამისად, „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.

მსგავსი