ზუგდიდში გამოკვლეული 182 პირიდან, კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, პირველ სექტემბერს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 182 ნიმუში გამოიკვლიეს. მათგან ყველას პასუხი უარყოფითია.
გამოკვლეულთა შორის 16 ცხელების ცენტრების პაციენტია, 29 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი. ასევე, გამოკვლეულთა შორის არის კიდევ საკარანტინე სივრცეში მყოფი 18 და თვითიზოლაციაში მყოფი სამი პირი, დიალიზზე მყოფი ხუთი პირი, შსს-ს 98 თანამშრომელი, 11 მძღოლი და ეპიდაფეთქების კერაში მყოფი ორი პირი.