ზუგდიდში გამოკვლეულ კიდევ 31 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

10:19, 27.07.2020

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 31 ნიმუში გამოიკვლიეს.

ყველა შემთხვევაში პასუხი უარყოფითია. შესაბამისად, არც ერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა.

გამოკვლეულთა შორის 16 „ცხელების ცენტრების“ პაციენტი იყო, ათი საკარანტინო სივრცეში მყოფი პირია, ხუთი კი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

მსგავსი