ზუგდიდში გამოკვლეულ 92 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ზუგდიდში გამოკვლეულ 92 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გამოკვლეულ 92 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ზუგდიდში სულ 95 პირი გამოიკვლიეს. მათ შორის 19 იყო ცხელების ცენტრებისა და რუხის საავადმყოფოს პაციენტი. 95 პირიდან სამი კორონავირუსით ინფიცირებულიიყო, რომელთაგან ერთი გამოჯანმრთელდა, ორს კი ვირუსი კვლავ უფიქსირდება. ორივე მათგანი მოზარდია და ისინი 17 მაისიდან მკურნალობენ რუხის საავადმყოფოში.

გამოკვლეულთაგან 51 რეგიონის სამედიცინო პერსონალია, 10 თვითიზოლაციაში მყოფი პირი და 15 საკარანტინო სივრციდან.