ზუგდიდში, გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბთან აქცია გაიმართა
ზუგდიდში, გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბთან აქცია გაიმართა

ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბთან ახალგაზრდები აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნებას.

აქციაზე იყვნენ სააგენტო მეველე.გე წარმომადგენლები, ისინი გუშინ „ნაციონალურ მოძრაობის“ ოფისთან იყვნენ მობილიზებული და შემდეგ პოლიციაში იყვნენ გადაყვანილი გამოკითხვაზე. ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ მოხალისე ჟურნალისტია და კითხვები ჰქონდა ენმ ლიდერებთან.

ამასთან, გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ანი წითლიძემ განაცხადა, რომ ეს ადამიანები უკანონოდ უთვალთვალებდნენ მათ ოფისს. აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, თუმცა ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა.

აქციის მონაწილეები უკვე დაიშალნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ანი წითლიძე მთელ პასუხისმგებლობას შს მინისტრს გიორგი გახარიას აკისრებს.