ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 70- მდე წევრმა და აქტივისტმა დატოვა
ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 70- მდე წევრმა და აქტივისტმა დატოვა

ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 70- მდე წევრმა და აქტივისტმა დატოვა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. განმუხურის საარჩევნო შტაბის წევრმა, ირინა შედანიამ ყველა მათგანის სახელით გააკეთა განცხადება.

მისი თქმით, მათ არ მოსწონთ პარტიის მოქმედი მენეჯმენტის მუშაობის მეთოდები, ამიტომ გადაწყვიტეს, დატოვონ „ნაციონალური მოძრაობა“ და შეუერთდნენ ნიკა მელიას მოძრაობას.

ბრიფინგზე ასევე განაცხადეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას კიდევ ათეულობით აქტივისტი და პარტიის წევრი აპირებს.