ზუგდიდში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სამართალდამცველებმა ავტომანქანის ქვეშ დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ​გააუვნებელყვეს

12:09, 30.03.2022

ზუგდიდში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ავტომანქანის ქვეშ დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა სამართალდამცველებმა გააუვნებელყვეს.

მომხდარზე დაკავებულია ორი პირი.​ ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

მსგავსი