ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში ხმაური იყო
ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში ხმაური იყო

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

ორივე მხარე ერთმანეთს დევნილებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში ადანაშაულებდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ანი წითლიძემ ადგილზე პოლიცია გამოიძახა.

სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი სამი ქალბატონი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გიორგი ჯიქია ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

ანი წითლიძე გიორგი ჯიქიას მათი მხარდამჭერების დაშინებაში და პირადობის მოწმობების ძალით ჩამორთმევაში ადანაშაულებს. ზუგდიდის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ თაზო ფაცაცია კი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ადანაშაულებს იმავეში.

პირადობის ერთი მოწმობა საცხოვრებელი სახლის წინ, გაზონში იყო ნაპოვნი.