ზუგდიდში დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]
ზუგდიდში დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან, როდესაც სანდრა რულოვსი ერთ-ერთ რეგიონულ ტელევიზიას ინტერვიუს აძლევდა, დაპირისპირება მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ინტერვიუს დროს მათთან მივიდა ზუგდიდის ორი მცხოვრები და სანდრა რულოვსს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის თანამშრომლებსაც.

როგორც ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა, ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება. მისი თქმით, შსს-ს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში დაზარალებულის სტატუსით იკითხება ინციდენტის ერთ-ერთი თვითმხილველი.

კობა ნაყოფიამ ასევე განაცხადა, რომ პოლიციის უფროსს დღის ბოლომდე აძლევს ვადას, რომ დაისაჯონ ინციდენტში მონაწილე მხარეები, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ზუგდიდში, პოლიციის სამმართველოსთან აქციას გამართავენ.