ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე მძიმედ დაშავდა
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე მძიმედ დაშავდა

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე მძიმედ დაშავდა. შემთხვევა ბულვარის მიმდებარედ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს დაეჯახა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

როგორც საქართველოს პირველ არხს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა, სულხან ორჟონიამ განუცხადა, დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მისი ინფორმაციით, დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.