ზუგდიდში ავტომობილის ქურდობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
ზუგდიდში ავტომობილის ქურდობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომობილის ქურდობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

მათ ბრალად ედებათ ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას გამზირზე „ნისან ნავარას“ მარკის მანქანის ქურდობა. შემთხვევა 8 მარტს მოხდა.

პოლიციამ მოპარული მანქანა გაძარცული იპოვა.

გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.