ზუგდიდში არასრულწლოვნის ჯგუფურად მძევლად აყვანაში ბრალდებული ცოლ-ქმრის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა
ზუგდიდში არასრულწლოვნის ჯგუფურად მძევლად აყვანაში ბრალდებული ცოლ-ქმრის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში არასრულწლოვნის ჯგუფურად მძევლად აყვანაში ბრალდებული ცოლ-ქმრის საქმეზე ე.კ.-ს და ვ. ა.- ს წინასასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესს ორივე ბრალდებული ესწრებოდა.

მოსამართლე შოთა ბიჭიამ 31 მაისს ერთ-ერთ ბრალდებულ ვ. ა-ს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, ხოლო მის მეუღლე ე.კ-ს გირაო სახით 5000 ლარი შეუფარდა.

ზუგდიდში ბავშვის გატაცების ბრალდებით, ცოლ-ქმარი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

დაცვის მხარის ადვოკატის ინფორმაციით, ბავშვი სახლიდან ე.კ-მ მოსაწესრიგებლად წაიყვანა და არა ვალის დაბრუნების მიზნით.

ე.კ.-სა და ვ. ა.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში ედებათ ბრალი, რაც ჯგუფურად მძევლად აყვანას ნიშნავს. აღნიშნული ქმედება ცხრიდან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

საქმის არსებითი განხილვა 2 ივლისს დაიწყება.