ზუგდიდში აფთიაქი დააყაჩაღეს

14:15, 07.12.2018

ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე აფთიაქი „ნეოფარმი“ დააყაჩაღეს.

როგორც პირველ არხს თვითმხილველებმა განუცხადეს, ნიღბიანმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარითა და სიტყვიერი დაშინებით სალაროდან ფული აიღო და გაიქცა.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

მსგავსი