ზუგდიდში 78 პირის ნიმუში გამოიკვლიეს, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა
ზუგდიდში 78 პირის ნიმუში გამოიკვლიეს, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 78 ადამიანის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მათგან 17 იყო პაციენტი. მათ შორის, ოთხი კოვიდდადასტურებული პაციენტი რუხის საავადმყოფოდან. ორ პაციენტს ისევ დაუდგინდა ვირუსის არსებობა ორგანიზმში, ორის პასუხი კი უარყოფითი იყო, თუმცა მათი ტესტირება ხელახლა ჩატარდება.

აღნიშნული ოთხი კოვიდინფიცირებული პაციენტიდან ერთს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, სამი კი თეთრიწყაროს კლასტერია.

რაც შეეხება დანარჩენ ტესტებს, 11 იყო საკარანტინო სივრციდან (მათ შორის ცხრა ე.წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერი) , 38 სამედიცინო პერსონალი, 12 თვითიზოლაციიდან (მათ შორის, 10 ე.წ ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან). ყველა პასუხი უარყოფითია.