ზუგდიდში 266 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ზუგდიდში 266 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 266 ნიმუში გაიტეტსა და ყველა ნიმუში უარყოფითია.

„მათ შორის 26 იყო ცხელების ცენტრების პაციენტი, 16 რეგიონის სამედიცინო პერსონალი, 23 თვითიზოლაციაში მყოფი პირი (მათ შორის 19 ე.წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერი), 12 კარანტინიდან ( მათ შორის 10 ე.წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერი), 189 ტრაილერის მძღოლი ფოთის ტირ–პარკიდან“,- განაცხადეს ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

დატოვე კომენტარი