ზუგდიდში 251 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ზუგდიდში 251 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 255 ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა. 251 პასუხი უარყოფითია, ხოლო ოთხი პირის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

„255 ტესტიდან 15 იყო ცხელების ცენტრების პაციენტი, გაიტესტა რეგიონის 136 სამედიცინო პერსონალი, ტესტი ჩაუტარდა საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის 52 მძღოლს, 34 იყო დიალიზზე მყოფი პირის ტესტი, საკარანტინო სივრციდან ნიმუში აუღეს 14 პირს, ხოლო ოთხი მათგანის ტესტი იყო საგუშაგოდან“, – განაცხადეს ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.