ზუგდიდში 17 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ზუგდიდში 17 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში სულ 17 ნიმუში გაიტესტა, ყველა პასუხი უარყოფითია.

„17 ტესტიდან 7 მათგანი ცხელების ცენტრების პაციენტი იყო, ოთხი მედპერსონალია, კარანტინიდან ხუთი ბენეფიციარი, ერთი კი სატვირთო ავტომობილის მძღოლი“,- განაცხადეს ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.