ზუგდიდში 16 იანვარს საპროტესტო აქციაზე დაკავებული ორი აქტივისტი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და ორივეს 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 16 იანვარს ზუგდიდში საპროტესტო აქციაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები, პარტია „დროას“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა სამართალდამრღვევებად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით.
სასამართლომ ორივე მათგანს 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა 16 იანვარს ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ საპროტესტო აქციაზე პიროტექნიკის გასროლის გამო დააკავეს.
ბრალდების მხარე კერენ ესებუასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითხოვდა, ხოლო მარიამ სიჭინავასთვის კი – 15 000-ლარიან ჯარიმას.
მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
კერენ ესებუა და მარიამ სიჭინავა ჯარიმის გადახდას არ აპირებენ.
სასამართლო პროცესის პარალელურად სასამართლოს შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.