ზუგდიდში 101 პირი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

21:55, 21.05.2020

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეს 101 ნიმუში იყო გაგზავნილი, „კოვიდ-19“-ზე ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია, – ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკვლევი პაციენტებიდან სამი ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის კონტაქტს წარმოადგენდა, დანარჩენები პაციენტები „ცხელების ცენტრებიდან“ იყვნენ. ასევე, გამოიკვლიეს რეგიონის სამედიცინო პერსონალი.

მსგავსი