ზუგდიდში​ კორონავირუსზე 94 პირის ტესტის პასუხებს ელოდებიან
ზუგდიდში​ კორონავირუსზე 94 პირის ტესტის პასუხებს ელოდებიან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების ინფორმაციით, დღეს კორონავირუსზე 94 ადამიანის ტესტის პასუხს ელოდებიან.

განყოფილების უფროსის ანზორ ქობალიას, თქმით 94 პირიდან ორი ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის კლასტერია. დანარჩენები ცხელების ცენტრების პაციენტები, მედპერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები და საკარანტინო სივრცეში მყოფი ადამიანები არიან.

დატოვე კომენტარი