ზუგდიდს 2019 წელს ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა ექნება
ზუგდიდს 2019 წელს ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა ექნება

ზუგდიდს 2019 წელს ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა ექნება. მშენებლობის პროცესი ივლისში დასრულდება

თანამედროვე სტანდარტების შენობა მრავალფუნქციური იქნება და რეგიონულ სასწავლო ცენტრის ფუნქციასაც შეასრულებს

შენობას სამაშველო ვერტმფრენის მიღების შესაძლებლობა ექნება.

პროექტის ღირებულება 3 მილიონი ლარია

სამშენებლო სამუშაოები დღეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსმა, ალექსანდრე ხვადაგიანმა მოინახულეს.