ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭკადუაშის მოსახლეობამ აქცია გამართა. ისინი ითხოვდნენ გზების რეაბილიტაციასა და სოფელში ბუნებრივი აირის შეყვანას.
აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით გადაკეტეს ზუგდიდი-მესტიის ავტომაგისტრალი ზედაეწერის მონაკვეთზე, თუმცა სამართალდამცავებმა გზის სავალი ნაწილი მალევე გაათავისუფლეს.
ამასთან, როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ სოფელ ჭკადუაშში შიდა გზების მოხრეშვა უახლოეს პერიოდში მოხდება, ხოლო რაც შეეხება სოფლის ცენტრალურ გზას, უკვე დაწყებულია გზის დაფარვა ბეტონის საფარით.