ზუგდიდის სასწრაფო დახმარების მედდას კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ზუგდიდის სასწრაფო დახმარების მედდას კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ზუგდიდის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მედდას, რომელსაც საეჭვო სიმპტომები ჰქონდა, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ლუგარის ლაბორატორიიდან ანალიზის პასუხი ცოტა ხნის წინ მიიღეს.

ახალგაზრდა ქალი ცხელებითა და ხველებით 112 ბრიგადამ წუხელ  შეიყვანა ინფექციურ საავადმყოფოში.

რაც შეეხება 50 წლამდე პაციენტს, რომელიც 30 მარტიდან მკურნალობს კორონავირუსზე ინფექციურ საავადმყოფოში, გამოჯანმრთელებაზე მეორე ტესტის პასუხი სუსტად გამოხატული დადებითია. გუშინ მისი განმეორებითი ტესტის პირველი პასუხი უარყოფითი იყო. როგორც ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, კოვიდინფიცირებულ პაციენტს მესამედაც ჩაუტარდება გამოჯანმრთელებაზე ტესტირება სამ დღეში. ეს პერიოდი ის კვლავ ინფექციურ საავადმყოფოში დარჩება.

50 წლამდე ქალი ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოდან 30 მარტს გადმოიყვანეს. მას მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს.