ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიაში ხმაურია [ფოტო-ვიდეო]

ზუგდიდი საოლქო-საარჩევნო კომისიაში ხმაურია. ადგილზე შეკრებილები არიან „ნაციონალური მოძრაობის” წევრები. ისინი საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ.

ამ მოთხოვნის მიზეზად კი, ისინი ასახელებენ იმ გარემოებას, რომ 50-მდე უბანზე უკვე გატანილია სამაგიდო სიები და ბეჭდები, რაც მათი თქმით, დარღვევაა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების” განცხადებით, ეს უკანონო ქმედებები ხორციელდება იმისთვის, რომ 19 მაისს დაგეგმილი არჩევნები გაყალბდეს.

თავის მხრივ, მირანდა მესხი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ხუთი დღით ადრე საარჩევნო უბნებზე არასდროს გაუცია სიები.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.